კვიპროსზე „დელტასა“ და „ომიკრონის“ ჰიბრიდული შტამი გამოვლინდა, რომელსაც „დელტაკრონი“ დაარქვეს


  • კორონავირუსის ახალი ვარიანტი, რომელიც „დელტასა“ და „ომიკრონის“ ე.წ. ჰიბრიდს წარმოადგენს, კვიპროსზე 25 პაციენტის ანალიზში გამოვლინდა. ამის შესახებ „დოიჩე ველე“ კვიპროსის უნივერსიტეტის ბიოლოგიურ მეცნიერებათა კათედრის თანამშრომლებზე დაყრდნობით იტყობინება.

აღნიშნული უნივერსიტეტის პროფესორის, ლეონტიოს კოსტრიკისის თქმით, კორონავირუსის ახალ ვარიანტს 10 ტიპის მუტაცია აქვს, რომელიც ჯერჯერობით მხოლოდ „ომიკრონში“ იყო გამოვლენილი, მაგრამ მსგავსი „გენეტიკური საფუძველი“ „დელტა“ ვარიანტსაც აქვს.

კვიპროსელმა მეცნიერებმა კორონავირუსის ახალ ვარიანტს „დელტაკრონი“ დაარქვეს. 25 ადამიანიდან, რომლებსაც ამ ტიპის კორონავირუსის დიაგნოზი დაუსვეს, 11 კლინიკაში გადაანაწილეს.

პროფესორ კოსტრიკისის თქმით, საუბარი ჯერ ნაადრევია „დელტაკრონის“ ინფექციურობის ხარისხსა და იმაზე, რომ შესაძლოა, მან „ომიკრონი“ ჩაანაცვლოს.

წყარო


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 14 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!