კვერცხებით ომი “მეტრო+”-ის წინააღმდეგ


ამ წუთებში, ხმაურიანი დაპირისპირება მიმდინარეობს ზუგდიდში გაფიცულ მძღოლებსა და “მეტრო+”-ის წარმომადგენლებს შორის. ზუგდიდის სადგურზე შემოვიდა ამ კომპანიის ავტობუსი, რომელსაც გაფიცულმა მძღოლებმა კვერცხები დაუშინეს.

მეოთხე დღეა   გაფიცულები არიან სამეგრელო-ზემო სვანეთის  მძღოლები. ისინი აპროტესტებენ  სატრანსპორტო კომპანია “მეტრო+”-ის შემოსვლას, რომელმაც  შაბათს შეასრულა პირველი რეისი ზუგდიდიდან თბილისის მიმართულებით.

აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ არ აპირებენ კომპანია „მეტრო+“-სთან დათმობაზე წასვლას. ისინი საპროტესტო აქციას მართავენ იმ ავტოსადგურზე, რომელთანაც საიჯარო ხელშეკრულება გააფორმა „მეტრო +“-ის წარმომადგენლობამ.