კვართს წელს მეორედ გამოაბრძანებენ


კაზანტიპის ელექტრონული მუსიკალური ფესტივალის გამო ღვთისმშობლის ხელთუქმნელი კვართის გამობრძანების ტრადიცია წელს პირველად დაირღვევა. დადიანების ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმიდან, სადაც სამოსელია დაცული, მისი გამოტანა წელიწადში ერთხელ, მისი ხსენების დღეს-ვლაქერნობას, 15 ივლისს ხდება. თუმცა კაზანტიპის გამო კვართს წელს უკვე მეორედ გამოიტანენ.

გადაწყვეტილება საქართველოს საპატრიარქომ მიიღო და განცხადება საკუთარ ოფიციალურ ვებ-გვერდზე განათავსა. კაზანტიპის ფესტივალის დაწყებამდე 1 დღით ადრე, საქარველოს სხვასახვა ეპარქიიდან სამღვდელოება მრევლთან ერთად ზუგდიდსა და ანაკლიაში ჩასვლას აპირებს, სადაც წირვა-ლოცვა აღევლინება.

 


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.