კახა მიქაია მუშა ჯგუფის შექმნას ითხოვს


თემის საკრებულოში ,,ქართული ოცნების” სიით გასულმა, დამოუკიდებელმა, უპარტიო დეპუტატმა კახა მიქიამ დღეს თემის საკრებულოს სხდომაზე დეპუტატებს მიმართა შექმნილიყო მუშა ჯგუფი, რომელიც შეისწავლიდა ,,2013-2012 და წინა წლებში” საკრებულოს მუშაობას. მან განაცხადა, რომ ამ დღეებში, აპირებს წერილობით მიმართოს შესაბამის სამსახურებს შესწავლილ იქნას ამ წლებში როგორი იყო ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილი და რამდენად მიზნობრივად წარიმართებოდა ის.  როგორი იყო დამოკიდებულება ამ პერიოდში გამგებელსა და საკრებულოს თავმჯდომარეს შორის, აღმასრულებელსა და ხელისუფლებას შორის. კახა მიქაია აგრეტვე დაინტერესებულია როგორ წარიმართებოდა ტენდერები, რომელი კომპანიები მონაწილეობდნენ და რამდენად გამჭვირვალედ ხდებოდა ეს ყველაფერი. ,, მინდა გაირკვეს და საზოგადოებისათვის საცნაური იყოს როგორ მიზნობრივად იხარჯებოდა ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილი, როგორი იყო დამოკიდებულება ხელისუფლებასა და აღმასრულებელს შორის. ხომ არ არის ის ეჭვები, რომელიც საზოგადოებასი არსებობს საფუძვლიანი?”. კახა მიქაიას განცხადებაზე საკრებულოში ნაციონალური მოძრაობის სიით გასულმა დეპუტატმა გელა თოლორაიამ უპასუხა, რომ ისიც სიამოვნებით მოისმენს  ინფორმაციას ტენდერების შესახებ, რომელსაც წინა წლებში მუნიციპალიტეტის გამგეობა ატარებდა დელეგირებულიუფლებით.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 19 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!