კახა მიქაია ბრიფინგს მართავს


დღეს, „დაიცავი საქართველოს“ ლიდერმა კახა მიქაიამ ბრიფინგი გამართა. მისი ინფორმაციით, საქართველოს ფოსტის გენერალურმა დირექტორმა ლევან ჩიკვაიძემ პოლიტიკური ნიშნით გაათავისუფლა დავით სორდია, ალიკა გეთია და საშა მოლაშხია. ფაქტის დამადასტურებლად ჟურნალისტებს აუდიო ჩანაწერი წარუდგინა.

“მინდა გითხრათ, რომ საქმე გვაქვს პოლიტიკურ დისკრიმინაციასთან, ადამიანის უფლებებების დარღვევასთან, ადამიანის სიტყვის თავისუფლების შეზღუდვის მცდელობასთან“. კახა მიქაია მიმართავს პრემიერs, თბილისის მერს, „ოცნებას“,  სუს, დიპლომატიურ კორპუსს, დაინტერესდნენ ამ ამბით და გამოძიება დაიწყონ. დღევანდელ ბრიფინგზე იმყოფებოდა დავით სორდია, რომელმაც ჟურნალისტებს გააცნო საქმის ვითარება. დავით სორდიას განმარტებით, აპრილის შუა რიცხვებში, დაიბარეს თბილისში. დავით სორდია ამბობს, რომ მანამდე თბილისში ფოსტის გენერალურმა დირექტორმა დაიბარა საშა მოლაშხია და უთხრა: „საშა, არ მკითხო არაფერი, მიმძიმს ამ გადაწყვეტილების მიღება, მაგრამ შენ უნდა წახვიდე სამსახურიდან“. დავით სორდიას თქმით, ამის შემდეგ იცოდა, რომ მასაც დაიბარებდნენ და გაუშვებდნენ სამსახურიდან.IMG_3708

„ჩვემთვის შოკისმომგვრელი იყო, რაც ბატონმა ჩიკვაიძემ მითხრა ,როგორც კი შევედი კაბინეტში დაიწყო მოკლე ისტორია, როგორ მოვხვდით ერთი შეხედულების ხალხი, როგორ ვებრძოდით ნაციონალურ მოძრაობას. მერე მითხრა შეხედულებები შეგეცვალათო“.[embedyt] http://www.youtube.com/watch?v=fFWIgu3Ku3E[/embedyt]

გათავისუფლებულები დაუკავშირდენენ სახალხო დამცველს და „საერთაშორისო გამჭვირვალიბას“. მათი, განმარტებით, საჭიროების შემთხვევაში, ისინი ბრძოლას სასამართლოს გზით გააგრძელებენ.


ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 21 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!