- ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ კახათის წმიდა გიორგის სახელობის მართლადიდებლურმა სკოლა – გიმნაზიამ სრულად გაიარა ავტორიზაცია.
“ვულოცავ საქართველოს საპატრიარქოს კახათის წმიდა გიორგის სახელობის მართლმადიდებლური სკოლა-გიმნაზიას სრულად ავტორიზაციის წარმატებით გავლას. სრულიად სკოლა – გიმნაზიის საზოგადოება მოხარულია, რომ გაწეული შრომა დაფასდა და ეს მნიშვნელოვანი გამოწვევა წარმატებით გადალახა.
მადლობა ჩვენი გიმნაზიის რექტორს, ზუგდიდის და ცაიშის მიტროპოლიტს გერასიმეს, რომლოს ლოცვა – კურთხევით სკოლა – გიმნაზიამ გაიარა სრული ავტორიზაცია. მადლობა სკოლა – გიმნაზიის დირექტორს დეკანოზ გაბრიელ გულორდავას, რომლის ძალიან დიდი დამსახურებაა ასეთი წარმატება.
მადლობა სკოლა – გიმნაზიის თითოეულ მასწავლებელს, სულიერ მოძღვრებს, მშობლებსა და მოსწავლეებს მათი დაუღალავი შრომისთვის.
განსაკუთრებული მადლობა ყველა იმ ადამიანს ვინც ამ დროის განმავლობაში გვეხმარებოდა სასურველი შედეგის მისაღწევად. მადლობა განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს. ღმერთმა დაგლოცოთ და გაგახაროთ ” – აღნიშნავენ სკოლა – გიმნაზიაში
უფლება.