კაკავას საკრებულოს წევრის უფლებამოსილება შეუწყდა


  • დღეს, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულომ უფლებამოსილება შუწყვიტა კონსტანტინე კაკავას, რომელიც ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის გიორგი შენგელიას მოადგილედ დაინიშნა. 

კონსტანტინე კაკავას დეპუტატებმა მიულოცეს ახალი თანამდებობა და წარმატებები უსურვეს. თავის მხრივ, კონსტანტიე კაკავამ კოლეგებს თანამშრომლობისთვის და ნდობისთის მადლობა გადაუხადა.

“ჩემთვის დიდი პატივი იყო მემუშავა თქვენთან ერთად, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მეექვსე მოწვევის საკრებულოში. ძალიან დიდი მადლობა მინდა გადავუხადო თითოეულ ფრაქციას კონსტრუქციულობისთვის, თანამშრომლობისთვის. მადლობა თითოეულ კომისიას, კომისიის წევრს ნაყოფიერი საქმიანობისთვის. მე გტოვებთ თქვენ როგორც საკრებულოს წევრი, მაგრამ გაძლევთ პირობას, მაქსიმალურად შევეცდები დავესწრო ყველა საკრებულოს სხდომას და მერიის სახელით წარვადგინო ის დამატებითი მასალები, საკითხების განხილვების დროს, რაც თქვენთვის იქნება საინტერესო, ასე რომ ინსტიტუციური ურთიერთობა ძალიან მყარი  და გაღრმავებული იქნება, ორ ორგანოს შორის. ასე, რომ ძალიან საინტერესო, ნაყოფიერი ცვლილებები გველოდება წინ. მოვუწოდებ თითოეულ მოქალაქეს ჩაერთოს ამ ფეხლუმში და ერთად შევცვალოთ ზუგდიდი. ერთად განვაახლოთ ზუგდიდი. ჩვენი დევიზია-ზუგდიდის განახლებისთვის”.-განაცხადა კაკავამ.

 

 


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 21 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!