კაზანტიპი დამთავრდა


ხმაურიანი ,,კაზანტიპი”-ელექტრონული მუსიკის საერთაშორისო ფესტივალი, დამთავრდა. სამწუხაროდ, მას იმდენი ტურისტი ვერ ეწვია რამდენიც დაანონსებული იყო. ერთ-ერთ ძირითად მიზეზად, სტიქიის გამო, ლარსის გზის გადაკეტვა სახელდება.
,,კაზანტიპის” ხელმძღვანელობამ ფესტივალის დახურვის ცერემონიამდე რამდენიმე დღით ადრე დატოვა საქართველო. ასევე მოიქცა ბევრი ტურისტიც. საუბარი იმაზე, წააგეს თუ მოიგეს ფესტივალის მესვეურებმა ანაკლიაში, ჯერ-ჯერობით ოფიციალურად არ ხდება, მაგრამ კულისებში არის ინფორმაცია იმის შესახებ, რომ სხვა სეზონებთან შედარებით ზეტრესპუბლიკამ სერიოზული ზარალი ნახა და ამდენად, ადვილი შესაძლებელია ის მომვალ წელს საქართველოში არც გაიმართოს.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.