“კაზანტიპი”- გართობის მექა”


“განმუხურისა და ანაკლიის გასაყარზე ინფრასტრუქტურული სამუშაოები სწრაფი ტემპით უკვე დაწყებულია. დასრულებულ სამუშაოებს მედიის წარმომადგენლები 10 აგვისტოს გაეცნობიან. ღონისძიების ფარგლებში, ანაკლიაში 200-მდე უცხოელი დიჯეი ჩამოვა, პროექტში მონაწილეობას მიიღებს 13 ადგილობრივი შემსრულებელიც. “კაზანტიპის” უკანასკნელ დღეს კი, მსმენელისთვის ორგანიზატორები გრანდიოზულ შოუს გეგმავენ და ბოლო მონაწილის ვინაობას, ბოლო წუთამდე საიდუმლოდ ტოვებენ, თუმცა ამბობენ, რომ ელექტრონული მუსიკის განხრით, ის მსოფლიოში ძალიან ცნობილი და სახელგანთქმულია. პროექტში მონაწილეობის მიღება, “კაზანტიპის” პრეზიდენტის გადაწყვეტილებით, ქართველი და უკრაინელი გოგონებისთვის უფასოა. ამისთვის მხოლოდ ოფიციალურ ვებგვერდზე დარეგისტრირება და ვიზის აღებაა საჭირო. რაც შეეხება ვიზის ფასს, მისი ღირებულება წელს 175-დან 262 დოლარამდე მერყეობს. “კაზანტიპის რესპუბლიკის” პრეზიდენტი ნიკიტა მარშუნოკი ამბობს, რომ ” კაზანტიპი” საქართველოში იმიტომ ტარდება, რომ საქართველო მთელი მსოფლიოსთვის ღიაა. ვიზის აღება უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის ძალიან მარტივია და შესაბამისად, კაზანტიპის სტუმრებს, ქვეყანაში შემოსვლასთან დაკავშირებით, პრობლემა არ შეექმნებათ. ეს იქნება ყველაზე მასშტაბური ელექტრონული მუსიკის დღესასწაული. პროექტში მონაწილეობას 200 უცხოელი და 13 ქართველი დიჯეი მიიღებს. გპირდებით, რომ ეს სანახაობა, თითოეული თქვენგანისათვის დაუვიწყარი იქნება. საზოგადოებაში, “კაზანტიპის” შესახებ ინფორმაციის ნაკლებობაა. სწორედ ამიტომ მოგიწვიეთ მედიის წარმომადგენლები ანაკლიაში, ქართველ საზოგადოებას რაც შეიძლება მეტი ინფორმაცია უნდა მიაწოდოთ. თუ ვინმეს აინტერესებს რა ხდება ანაკლიაში, მზად ვარ მათ ყველაფერი დავათვალიერებინო და შეკითხვებსაც ვუპასუხო. ადგილობრივებს უკვე რამდენჯერმე შევხვდი. მათთან მეუღლესთან ერთად გავდივარ ხოლმე და ვესაუბრები. საუბრის შემდეგ ისინი  ხვდებიან, რომ ჩვენც ნორმალური ადამიანები ვართ  ნორმალური აზრებით. რაც უფრო მეტ ადამიანს ვხვდები, მით უფრო მეტ პოზიტივს ვიღებ ქართველებისგან. მსოფლიოში არ არსებობს ქვეყანა, სადაც ნარკოტიკი დაშვებულია. არსებობს ისეთი სახელმწიფოებიც, სადაც ამ თვალსაზრისით, მკარი სანქციებია დაწესებული. საქართველო კანონს მკაცრად იცავს, შესაბამისად, “კაზანტიპი” ქართულ რეალობას მოვარგეთ და აქ ნარკოტიკებზე საუბარი სრულიად ზედმეტია. ამ საკითხების დასარეგულირებლად “კაზანტიპის რესპუბლიკის” ტერიტორიაზე პოლიციაც იქნება მობილიზებული. რაც შეეხება ნარკოტიკებს “კაზანტიპში” , ნარკოტიკებთან დაკავშირებით პირადად ჩემი დამოკიდებულება თუ გაინტერესებთ, გეტყვით, რომ მე ნებისმიერი ნარკოტიკული საშუალების კატეგორიული წინააღმდეგი ვარ. მე ეს არ მჭირდება, ის არასდროს გამისინჯავს, ცხოვრებისგან პოზიტივს მის გარეშეც ვიღებ. და რაც შეეხება გარყვნილების პროპაგანდას, მინდა გითხრათ, პროექტი გარყვნილებას, ნამდვილად არ ემსახურება. ის ორიენტირებულია ადამიანებისთვის ბედნიერების მინიჭებაზე და იმ ადამიანებისთვისაა გათვლილი, რომლებსაც დასვენება და განტვირთვა სურთ. ეჭვი არ მეპარება, რომ “კაზანტიპი” საქართველოს უდიდეს წარმატებას მოუტანს. ჩვენ გვსურს, რომ ანაკლია ახალგაზრდების გართობის მექად ვაქციოთ. მე ვფიქრობ, რომ მუსიკა საამისოდ იდეალური შემოთავაზებაა. თუ ჩვენ საერთაშორისო დონის პროექტის ჩატარება გვინდა, ის დაბალფასიანი ვერ იქნება. ჩვენ ქართველი ახალგაზრდების ენერგეტიკაზე ვზრუნავთ, ამიტომაც გეტყვით, რომ რა თქმა უნდა, “კაზანტიპი” საქართველოში მომავალშიც ჩატარდება.რაც შეეხება ფინანსებს,  თანხებთან დაკავშირებით, ვერაფერს გეტყვით. არ არსებობს პროდუქტი საერთაშორისო ბაზარზე, რომელიც ყველგან ერთი და იგივე ფასი ღირს. “კაზანტიპი” აუცილებლად უნდა იყოს ხარისხიანი. შემიძლია დავასახელო წინა წლის მონაცემები და გითხრათ, რომ შარშან, პროექტზე 4 მილიონ 600 ათასი დოლარი დაიხარჯა. კონკრეტული ციფრის დასახელება, ამ ეტაპზე, არ შემიძლია. ამასთან დაკავშირებით დეტალურად პირველ სექტემბერს ვისაუბროთ.”

მასალა მომზადდა სხვადსხვა ინტერნეტმასალაზე დაყრდნობით.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.