,,კაზანტიპზე” მეტი ინფორმაციაა საჭირო”


“კაზანტიპი” – საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალი, რომელმაც ყირიმიდან ანაკლიაში გადმოინაცვლა აქტუალური თემა გახდა სამეგრელოში. რას მოიტანს ის – ეკონომიკურ სიძლიერეს,  თავისუფალი სექსის თუ ნარკოტიკების ლეგალიზაციას?  მადონა ხარებავა, ასოციაცია “დეას” აღმასრულებელი დირექტორი: – “თუ ქვეყანა ფიქრობს ტურიზმის განვითარებაზე, რა თქმა უნდა, მსგავს პროექტებზე უარი არ უნდა თქვას. ჩემი აზრით, უარყოფითი დამოკიდებულება “კაზანტიპზე”, ძირითადად, გამოწვეულია იმით, რომ ხალხი არ არის ინფორმირებული. უბრალოდ, ვისაც აქვს შესაძლებლობა ინტერნეტიდან ღებულობს მხოლოდ მწირ ინფორმაციას. ვის ფუქნციებში შედის – ეს ტურიზმის დეპარტამენტი იქნება, თუ ეკონომიკის სამინისტრო, უპირველესად, უნდა მიეწოდებინათ საზოგადოებისთვის ინფორმაცია, თუ რა ტიპის ფესტივალი ტარდება. ისეთი პატარა ქალაქისთვის, მუნიციპალიტეტისთვის, როგორიც არის ქალაქი ზუგდიდი და ზუგდიდის მუნიციპალიტეტი, ამდენი ათასი ადამიანის ჩამოსვლა დაკავშირებულია მთელ რიგ პრობლემასთან. რამდენად არის ინფრასტრუქტურა მოწესრიგებული იმისათვის, რომ ამდენი ტურისტი მიიღოს ერთდროულად. ჩამოსული სტუმრები, რომლებიც იყვნენ ანაკლიაში ცოტა ირონიით უყურებენ იმას, რომ ანაკლია შეძლებს ამდენი ტურისტის მიღებას. შეიძლება ითქვას, ეს გარკვეული ფინანსური შემოსავალია ადგილობრივი მოსახლეობისთვის. რაც შეეხება მის ზნეობრივ, თუ მორალურ მხარეს, რაზედაც ვლაპარაკობთ ჩვენ, ეს არ არის ღია ფესტივალი. ჩაკეტილია ერთ სივრცეში. მე არა მგონია, რომ ეს თვითმყოფადობას რაღაცნაირად ხელს უშლიდეს. ათდღიან და ოცდღიან ფესტივალზე თუ არის ჩვენი მორალური და ზნეობრივი ფასეულობები დამოკიდებული, მაშინ ისედაც დაღუპულები ვყოფილვართ, იმედია, რომ გათვალისწინებული იქნება ჩვენი ქვეყნის ტრადიცია, მესმის, რომ ეს მართლმადიდებლურად მნიშვნელოვანია, მაგრამ ქვეყანაში საეკლესიო ცხოვრების გარდა არის საერო ცხოვრება, რომელსაც ვერ გავექცევით მიწიერი არსებები. წინასწარ არ ავტეხოთ არაფრის გამო ამდენი ხმაური, უბრალოდ ძალიან ჭკვიანურად უნდა იყოს ორგანიზებული, შესაბამისად სახელმწიფოს ინტერესებში უნდა ჯდებოდეს”.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.