ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ბიბლიოთეკების მართვის ცენტრის ცენტრალურმა ბიბლიოთეკამ წიგნის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ჩაატარა “იშვიათი და მინიატურული ლიტერატურის გამოფენა”.
გამოფენაზე წარმოდგენილი იყო ბიბლიოთეკის ფონდებში დაცული ლიტერატურა, რომელიც მოიცავდა მეცნიერების სხვადასხვა მიმართულებას.
დამსწრე საზოგადოებას საშუალება ჰქონდა გაეგო და ახლოს გაცნობოდა ისეთ გამოცემებს, რომლებშიც მოცემული იყო საინტერესო ინფორმაციები მეღვინეობასა და მევენახეობაზდე, კერძოდ, ღვინის ტექნოლოგიაზე, ვაზის მეგრულ ჯიშებზე, ასევე საშინაო რეწვის კულტურაზე, ქართულ ხუროთმოძღვრებასა და ენათმეცნიერებაზე.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ბიბლიოთეკების მართვის ცენტრის აბონემენტის განყოფილების უფროსის ინგა ქარჩავას განმარტებით, საქართველოში, წიგნის საერთაშორისო დღე 2003 წლიდან აღინიშნება.”ჩვენი ბიბლიოთეკა უერთდება წიგნის საერთაშორისო დღეს. პროექტი ითვალისწინებს, წიგნიერების წარმოჩენას, კითხვის აუცილობლობას, წიგნის პოპულარიზაციას საზოგადოებაში. ღონისძიებაში მონაწილეობას ღებულობდნენ მკითხველები და ბიბლიოთეკარები. გამოფენაზე წარმოდგენილი იყო ასევე იშვიათი გამოცემები, რომელიც მეცნიერების სხვადასხვა დარგს მოიცავს: ისტორიას, ეთნოგრაფიას, ფილოსოფოსიას, რელიგიას, ხელოვნებას.”
წიგნის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ასევე განხორციელდა პროექტი “აჩუქე წიგნი.”