ბავშვთა დღესთან დაკავშირებით, ქალაქში სხვადასხვა სახის ღონისძიება გაიმართა. დილის 11 საათიდან ბავშვებმა ასფალტზე ხატვა დაიწყეს, მოგვიანებით, სამხატვრო გალერეაში სკოლის მოსწავლეების გამოფენა გაიმართა, სადაც ნებისმიერ მსურველს შეეძლო ნახატების დათვალიერება. ბულვარში მესამე საჯარო სკოლის მასწავლებლებმა და მოსწავლეებმა ამავე სკოლის ხელოვნების მასწავლებლის ირმა ჟვანიას შვილის გეგა ბუკიას დასახმარებლად საქვეოლმოქმედო აქცია გამართეს სახელწოდებით “იყიდეთ სათამაშო გეგასთვის”.
მესამე საჯარო სკოლის ისტორიის მასწავლებელი ქეთი ურეკაძე: ” სკოლის მოსწავლეებმა გეგას დასახმარებლად გასაყიდად გამოიტანეს ტანსაცმლები, სათამაშოები და სხვადასხვა სახის აქსესუარები. ჩვენ ნივთებს ძალიან ხელმისაწვდომ ფასებში ვყიდით. აქცია დღის ბოლომდე გაგრძელდება და შემოსული თანხა გეგას პირად ანგარიშზე დაირიცხება. გვინა ჩვენი აქცია გადამდები იყოს და სხვა სკოლის მოსწავლეეებიც შემოგვიერთდნენ. გეგას ნეირობლასტომის მძიმე დიაგნოზი აქვს, მისი მკურნალობა დიდი თანხებთანაა დაკავშირებული, მინდა, ყველას მოვუწოდო დავეხმაროთ ოჯახს პატარას მკურნალობისათვის.”