“იუთუბმა“ კორონავირუსის შესახებ ცრუ ინფორმაციის გავრცელება აკრძალა

  • ვიდეოპლატფორმა “იუთუბის” მფლობელმა კორპორაცია “გუგლმა” გამოაქვეყნა ის თემები, რომელთა შემცველი ვიდეორგოლების „იუთუბზე“ განთავსება აკრძალული იქნება. მათ შორისაა „კოვიდ-19“-ის შესახებ გავრცელებული სხვადასხვა ცრუ ინფორმაცია და შეთქმულების თეორია.

ამიერიდან “იუთუბზე” ვეღარ განთავსდება ვიდეო, სადაც საუბარია, რომ კორონავირუსი არ არსებობს ან ის 5G ქსელით ვრცელდება.

ასევე აკრძალული იქნება ისეთი ვიდეოს განთავსება, სადაც საუბარია კორონავირუსის ე.წ სახალხო მეთოდებით მკურნალობაზე. ასევე ვირუსის შესახებ ისეთი ცრუ ცნობების შემცველი მასალის გამოქვეყნება, როგორიცაა ყალბი ინფორმაცია, რომ „ვირუსის ვაქცინა ან წამალი უკვე არსებობს“.

ასევე აკრძალული იქნება მტკიცება, რომ ზოგიერთი ადამიანი კორონავირუსისგან დაცულია.

აკრძალული თემების შემცველი ვიდეოები „იუთუბიდან“ წაიშლება. განმეორებით მათი ატვირთვის შემთხვევაში კონკრეტულ მომხმარებლების ანგარიშებს დაბლოკავენ.

წყარო

  •  
  •  

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.