იტალიის ალპებში თოვლი ვარდისფერი გახდა – რა საფრთხეზე საუბრობენ მეცნიერები

  • იტა­ლი­ის ალ­პებ­ში თოვლმა და ყი­ნულ­მა ფერი შე­იც­ვა­ლა და ვარ­დის­ფე­რი შე­ფე­რი­ლო­ბა მი­ი­ღო. ამის შე­სა­ხებ CNN წერს.

მეც­ნი­ე­რე­ბი, რომ­ლე­ბიც ამ ფე­ნო­მენს სწავ­ლო­ბენ, ამ­ბო­ბენ, რომ ყო­ვე­ლი­ვე იმ წყალმცე­ნა­რეს უკავ­შირ­დე­ბა, რო­მე­ლიც ყი­ნუ­ლის დნო­ბას იწ­ვევს და გლო­ბა­ლუ­რი დათ­ბო­ბის კი­დევ ერთი მა­ნიშ­ნე­ბე­ლია.

CNN-ის ცნო­ბით, ვარ­დის­ფე­რი თოვ­ლი გა­მოჩ­ნდა ჩრდი­ლო­ეთ იტა­ლი­ა­ში Presena-ს მყინ­ვარწვერ­ზე.

იტა­ლი­ის კვლე­ვი­თი ცენ­ტრის საბ­ჭოს წევ­რი, მკვლე­ვა­რი ბი­ა­ჯიო დი მა­უ­რო ამ­ბობს, რომ ბოლო დროს წყალმცე­ნა­რე მსოფ­ლი­ოს სხვა­დას­ხვა კუ­თხე­ში გა­მოჩ­ნდა, რაც საფრ­თხის შემ­ცვე­ლია.

მა­უ­როს თქმით, მარ­თა­ლია, ვარ­დის­ფე­რი თოვ­ლი სა­ოც­რად შთამ­ბეჭ­და­ვი სა­ნა­ხა­ვია, მაგ­რამ გლო­ბა­ლურ დათ­ბო­ბა­ზე მი­ა­ნიშ­ნებს.

წყალმცე­ნა­რეს, რო­მელ­საც ყი­ნუ­ლის დნო­ბის დაჩ­ქა­რე­ბას, ასე­ვე ყი­ნუ­ლი­სა და თოვ­ლის გა­ვარ­დის­ფე­რე­ბას უკავ­ში­რე­ბენ, Chlamydomonas-ს უწო­დე­ბენ. მათი გა­მო­ჩე­ნა ამა თუ იმ ზო­ნა­ში და მყინ­ვარ­ზე ცუ­დის ნი­შა­ნია, რად­გა­ნაც გლო­ბა­ლუ­რი დათ­ბო­ბის კი­დევ უფრო აქ­ტი­ურ ფა­ზა­ში გა­დას­ვლას მო­ას­წა­ვებს.

“და­ნამ­დვი­ლე­ბით შე­მიძ­ლია გი­თხრათ, რომ ეს ცუ­დია მყინ­ვა­რის­თვის“, – ამ­ბობს მა­უ­რო CNN-თან და აღ­ნიშ­ნავს, რომ ამ მცე­ნა­რის გავ­რცე­ლე­ბა კლი­მა­ტის ცვლი­ლე­ბას მოჰ­ყვა.

წყარო

  •  
  •  

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.