ისინი გმობენ

  • მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის რიგით 26-ე სესიას, დუმის დეპუტატი სერგეი გავრილოვი პარლამენტის სპიკერატიდან ხელმძღვანელობდა, რასაც მოჰყვა დეპუტატების პროტესტი.
    ამ ფაქტთან დაკავშირებით განცხადებები გაავრცელეს სამეგრელო-ზემო სვანეთისა მხარის ალექსანდრე მოწერელიასა და ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატ ედიშერ თოლორაიას პრესამსახურებმა. 

ალექსანდრე მოწერელია: “ვგმობ, მიუღებელი და აღმაშფოთებელია ის ფაქტი, რაც საქართველოს პარლამენტში დღეს მოხდა! დაუშვებელია, ჩვენი ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოში ოკუპანტი სახელმწიფოს წარმომადგენელი პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში იჯდეს! საქართველოს პარლამენტში განვითარებულმა მოვლენებმა ჩვენი გულწრფელი და სამართლიანი აღშფოთება გამოიწვია”.

ედიშერ თოლორაია: “ჩვენი თანამოქალაქეების აღშფოთებას სრულიად ვიზიარებ, იმ ფაქტთან დაკავშირებით რაც მოხდა პარლამენტის სასესიო დარბაზში. დაუშვებელია, ჩვენი ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოში იმ ოკუპანტი ქვეყნის წარმომადგენელი რაიმე სახის ფორუმის ხელმძღვანელობდეს, რომლის სახელმწიფოს ჩვენი ქვეყნის 20% ოკუპირებული აქვს. ეს არამარტო ჩემი შეხედულებაა, არამედ, ეს არის ჩვენი გუნდის პოზიცია”.

თემასთან დაკავშირებით, თავისი პოზიცია ჟურნალისტებთან დააფიქსირა მერაბ ქვარაიამ. “რუსი დეპუტატი საქართველოს პარლამენტში, მით უფრო პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში არ უნდა იჯდეს.”

ფაქტთან დაკავშირებით, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი შენგელიამ განაცხადა: “ჩემთვის, როგორც საქართველოს მოქალაქისთვის, მიუღებელია ის რაც დღეს საქართველოს პარლამენტში მოხდა. საქართველოს პარლამენტში განვითარებულმა მოვლენებმა ჩვენი საზოგადოების გულწრფელი და ვიტყოდი სამართლიანი აღშფოთება და გულისტკივილი გამოიწვია”.

მოგეწონა? - გააზიარე!:

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.