ისევ “მეტრო+”-ის წინააღმდეგ


ზუგდიდში მძღოლებმა გამაფრთხილებელი აქცია გამართეს, – 50-მდე მძღოლი დასავლეთ საქართველოს სხვადასხვა ქალაქიდან ჩამოვიდა, რომ კიდევ ერთხელ დააფიქსიროს  თავისი პოზიცია “მეტრო+”-ის დასავლეთ საქართველოს ქალაქებში შემოსვლის წინააღმდეგ. მძღოლები ამბობენ, რომ ამ კომპანიას, მიუხედავად იმისა, რომ წინა აქციების შედეგად გაუქმდა მასთან დადებული ხელშეკრულება, ჰქონდა მცდელობა ისევ განეხორციელებინა რეისები ზუგდიდში.

ამ წუთებში, ზუგდიდელი მძღოლები მიემართებიან ზუგდიდის ვლაქერნის ღვთისმშობლის ხატის სახელობისეკლესიისკენ. ისინი ეკლესიაში მიაბრძანებენ წმიდა ნიკოლოზ სასწაულმოქმედის ხატს, რომელსაც შესწირავენ ეკლესიას. მსვლეოლობაზე მძღოლებს თან მიაქვთ პლაკატი წარწერით -გამოცხადდეს 2 მარტი მძღოლების დღედ.

 


ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 19 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!