ისევ ზუგდიდის ყოფილ პოლიტექნიკუმზე

ზუგდიდის ყოფილი პოლიტექნიკუმის დირექტორი იზოლდა ხასია, 2010 წლიდან იბრძვის, რომ ზუგდიდს დაუბრუნდეს პროფესიული სასწავლებელი. “ისე უნდა გავაკეთოთ, რომ ზუგდიდს დავუბრუნოთ პროფესიული სასწავლებელი, რომელიც იქნება ტექნიკური, აგრო და ტურიზმის კუთხით მიმართული. მე არაერთხელ შევხვდი გუბერნატორს, დღესაც. მოვახსენე ჩემი ხედვა ამ საკითხთან დაკავშირებით. ის დაინტერესებულია ზუგდიდში აღდგეს, პროფესიული სასწავლებელი. ასევე, მე შევხვდი ქალაქის მაჟორიტარს, ბატონ მერაბ ქვარიას, პროექტი გავაცანი, მან გულთან ახლოს მიიტანა ეს საკითხი და ჩაერთო ამ საქმეში. რეკომენდაცია გაგვიწია, დაგვპირდა პარლამენტის სხდომაზე გააჟღერებდა ინფორმაციას და როგორც მითხრეს მან ეს საკითხი დღეს უკვე გააჟღერა”.

იზოლდა ხასია ამბობს, რომ განათლების კომიტეტის თავმჯდომარესთან მარიამ ჯაშთან, სხვადასხვა დროს არაერთი შეხვედრა ჰქონდა და ისიც დაინტერესებულია ამ საკითხით. “მე მას მივაწოდე ყველანაირი ინფორმაცია, დისკზე ასახული მასალები და ის დაინტერსებულია ამ საკითხით”.

კითხვაზე, რა მოლოდინები აქვს, იზოლდა ხასიამ გვითხრა, რომ “მე ყოველთვის ოპტიმისტური განწყობა მაქვს. მე ვიცი, რომ ეს სასწავლებელი ნამდვილად დაუბრუნდება ზუგდიდის ახალგაზრდობას და არა მარტო… ზუგდიდს, როგორც საზღვრისპირა ქალაქს, ძალიან დიდი დატვირთვა აქვს, ძალიან დიდი გამოწვევების წინაშე დგას”.

მოგეწონა? - გააზიარე!:

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.