- მთავრობის ადმინისტრაცია განმარტავს, რომ საავტომობილო გადაადგილების აკრძალვა ძალაშია 21 აპრილის ჩათვლით, ანუ 22 აპრილამდე, ოთხშაბათამდე და შესაბამისად, ხვალ მოქალაქეებისთვის მსუბუქი ავტომანქანებით მოძრაობა ნებადართული არ არის.
გახანგრძლივდება თუ არა ეს აკრძალვა, პრესსამსახურის ინფორმაციით, ამის შესახებ პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო ხვალ იმსჯელებს, რის შემდეგაც მიღებულ გადაწყვეტილებაზე საზოგადოებას ინფორმაცია მიეწოდება. მთავრობის ადმინისტრაცია მოუწოდებს მოქალაქეებს, გაითვალისწინონ აკრძალვის მოქმედების ვადები, რათა თავიდან იყოს აცილებული კანონის დარღვევა და ამგვარი ქმედებისთვის დაწესებული ჯარიმები.