ირაკლი ვეკუა ევროპის ჩემპიონატის პრიზიორია


  • ზუგდიდელი ძალოსანი, ირაკლი ვეკუა ევროპის ჩემპიონატის პრიზიორია.

სპორტის სამინისტროს ინფორმაციით, ალბანეთის ქალაქ დურესში 20- და 23-წლამდელთა შორის ძალოსანთა ევროპის ჩემპიონატი მიმდინარეობს. ძალოსანმა ირაკლი ვეკუამ (U20, +110 კგ) ატაცში დაძლეული 167 კილოგრამით ბრინჯაოს მედალი მოიპოვა, აკვრაში 209 კილოგრამით ვერცხლის მედალი დაიმსახურა და ასევე ვერცხლის მედალი მოიპოვა ორჭიდში მოგროვილი 376 კილოგრამითაც.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

five − 3 =

Akismet ანტისპამი