„იპოვე შენი თავი – იპოვე შენი უბანი“


„იპოვე შენი თავი – იპოვე შენი უბანი“ – საზოგადოებრივი აქციის ფარგლებში, დღეს, ზუგდიდის # 67- ე საოლქო საარჩევნო კომისიამ მოქალაქეებს ინფორმაცია მიაწოდეს არჩევნებთან და მათ უფლებებთან დაკავშირებით. საოლქოს წარმომადგენლებმა ამომრჩევლებს დაურიგეს ფლაერები, კალენდარი და ავტომანქანის ჩამოსაკიდები.

“ვესაუბრებით ამომრჩევლებს. ვაწვდით ინფორმაციას, რომ უკვე ბოლოჯერ ტარდება პირდაპირი წესით არჩევა. ამიტომ მოვუწოდებთ ყველას, 28 ოქტომბერს გამოცხადდნენ თავიანთი პოზიცია დააფიქსირონ და თავიანთი არჩევანი გააკეთონ. დავეხმარებით იმ ამომრჩეველს, ვინც არ იცის, რომელ უბანშია რეგისტრირებული და პირადი ნომრის შეყვანის შემთხვევაში ჩვენ ვაუწყებთ ამ ამომრჩეველს, თუ რომელ უბანშია რეგისტრირებული”.-უთხრა ჟურნალისტებს საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მოადგილემ ნანა ოკუჯავამ.  მისივე ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში, უკვე იმყოფებოდნენ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფლებში.

პრეზიდენტის არჩევნები 28 ოქტომბერს გაიმართება.


ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 21 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!