ინფორმაციული კამპანიის ფარგლებში, დევნილთა საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ, აფხაზეთის #1 საჯარო სკოლაში, სკოლის მოსწავლეებს და პედაგოგებს გააცნო პროფესიულ სასწავლებელთა ჩარიცხვის სახელმწიფო პროგრამა. სააგენტოს დირექტორმა ირაკლი უჯმაჯურიძემ აღნიშნა, რომ პროფესიული სასწავლებელი 2013 წლიდან არსებობს და სწავლა უფასოა.
მისი განმარტებით, დევნილთა საჭიროებების კვლევიდან გამომდინარე, გამოვლინდა, რომ დევნილ მოსახლეობას სჭირდება გადაადგილების ხარჯები. აქედან გამომდინარე, პროგრამა 2016 წლიდან ხორციელდებოდა მხოლოდ სოციაlურად დაუცველ ბავშვებზე. მათ უფინანსდებოდათ ტრანსპორტირებისა და ბინის ქირის ხარჯები, მაგრამ 2017 წლიდან დაფინანსდება ყველა დევნილი, რომელიც საჭიროებს გადაადგილების ხარჯებს და მისი გზა სახლიდან სასწავლებლამდე აღემატება ორ კილომეტრს. უჯმაჯურიძის თქმით, პროექტის ფარგლებში, სპეციალურ პროგრამას სთავაზობენ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს.[embedyt] http://www.youtube.com/watch?v=gDVaf9V1wtE[/embedyt]
შოთა მესხიას სასწავლო უნივერსიტეტის პროფესიულ სტუდენტთა ბაზის წამყვანმა სპეციალისტმა თამრიკო გოგიამ ისაუბრა იმ პროგრამებზე და მიმართულებებზე, რომელიც შოთა მესხიას უნივერსიტეტში არსებობს. მისი განმარტებით, უნივერსიტეტში არის საგნობრივი, მოდულური და დუალური პროფესიული პროგრამით სწავლება. ამ ეტაპისთვის რეგისტრაცია მიმდინარეობს და მიღება ხდება შვიდ სპეციალობაზე, მაგრამ სექტებრის თვეში, 17-მდე გაიზრდება. „იზრდება პროფესიულ მიმართულებებზე მოთხოვნა სტუდენტების მიერ, ეს არის მიმართულებები, რომლებიც ძირითადად ხელს უწყობენ იმ სტუდენტების განვითარებას, რომლებიც არიან სოციალურად დაუცველები და არ შეუძლიათ თანხის გადახდა ამა თუ იმ სასწავლებელში ბაკალავრზე თუ მაგისტრზე. უნივერსიტეტში არის რამდენიმე პროგრამა, რომელიც გათვლილია ისეთ მოქალაქეებზე, რომლებიც ვერ იხდიან უშუალოდ გადასახდს’’- განცახადა გოგიამ ჟურნალისტებთან.
თამრიკო გოგია ამბობს, რომ უნივერსიტეტში ძირითადი მოთხოვნა არის დურგალზე, შემდუღებელზე, ბანკის ოპერატორზე, ბაგა-ბაღის აღმზრდელ პედაგოგზე.”ყველა სპეციალობაზე არის კონკურსი და დაახლოებით ორჯერ მეტი აპლიკანტი რეგისტრირდება, ვიდრე ადგილები გვაქვს გამოცხადებული”