ილია მეორე: სულთმოფენობის წინა დღე მიცვალებულთა დიდი დღეა


  • სულთმოფენობის წინა დღე მიცვალებულთა დიდი დღეა და ამ დღეს მართლმორწმუნენი განსაკუთრებულად იხსენებენ გარდაცვლილ ახლობლებს, – ამის შესახებ საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის, ილია მეორის სამძიმრის წერილშია აღნიშნული.

“სულთმოფენობის წინა დღე, მიცვალებულთა დიდი დღეა და ამ დღეს მართლმორწმუნენი განსაკუთრებულად იხსენებენ გარდაცვლილ ახლობლებს. ჩვენც, ჩვენის მხრიდან, აღვავლენთ ლოცვებს მართლმადიდებლობით აღსრულებულ ჩვენს წინაპართათვის, სამშობლოს კეთილდღეობისათვის დამაშვრალთა და ეკლესიის მსახურთათვის, აფხაზეთსა და სამაჩაბლოში მომწყდართათვის, კოვიდ-პანდემიით გარდაცვლილთა და ყოველთა ახლადშესვენებულთათვის.

ერთხელ კიდევ გულისტკივილით, ასევე, ვიხსენიებთ ჩვენს თანამემამულეებს, რომლებმაც საკუთარი სიცოცხლე გაიღეს განსაცდელში მყოფი უკრაინელებისთვის და შეეწირნენ სისხლისმღვრელ ომს. ღმერთმა აცხოვნოს მიხეილ თევდორაძე, გიორგი ქააძე, ილია (ვანო) ჩოხელი, სერგო ლისიხი, მიხეილ მაზანაშვილი, დავით ქუჩუკიანი, ზურაბ ოდიშვილი, ვახტანგ ბარაბაძე, არსენ ქეცბაია, ზვიად გიგანი…

აღვავლენთ ლოცვებს, რათა უფალმა სავანესა მართალთასა დააწესოს მათი უკვდავი სულნი, ხოლო ოჯახის წევრებსა და ახლობლებს მოანიჭოს მშვიდობა, ლოცვის ძალა და ურყევი რწმენა იმისა, რომ სიცოცხლე არ მთავრდება გარდაცვალებით, არამედ იგია დასაწყისი მარადიული ცხოვრებისა“, – ნათქვამია სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის სამძიმრის წერილში.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 21 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!