ზუგდიდის მოსწავლე – ახალგაზრდობის სასახლის რეკონსტრუქცია დასასრულს უახლოვდება. მშენებლებმა “ზუგდიდელები.გე”-ს უთხრეს, რომ ნაცვლად 2016 წლის მაისისა, ზუგდიდელ მოსწავლე – ახალგაზრდებს სრულად შეკეთებულ სასახლეს 2016 წლის იანვარშივე ჩააბარებენ.
” ტენდერი მოიგო კომპანია “თბილმა სახლმა”, რომელიც არის #1 კომპანია ელექტროგათბობისა ვენტილაციის მიმართულებით საქართველოში, მისი ქვეკონტრაქტორი სამშენებლო ნაწილში გახლავთ კომპანია „ჯიემელი“. სარემონტო სამუშაოები კონტრაქტით უნდ ა დასრულდეს 2016 წლის მაისში, მაგრამ ჩვენ ვგეგმავთ რომ 2016 წლის იანვრის ბოლო რიცხვებში დავამთავროთ შენობის რეკონსტრუქცია. მშენებლობის თითქმის 80% შესრულებულია. სამღებრო სამუშაოები დასრულების ფაზაშია, გრანიტი დაგებულია, მხოლოდ დასატესტია ვენტილაცია. დღე – დღეზე ველოდებით ჩინეთიდან განათებისა და აუდიო სისტემის ჩამოტანას. უახლოეს დღეებში მივიღებთ დარბაზის სკამებს. სარემონტო სამუშაოებში ძირითადად დასაქმებულნი არიან ადგილობრივები. ჩვენი ფირმის ერთ-ეთი სამარკო ნიშანი გახლავთ ის, რომ სადაც ჩავდივართ, იქაური ხალხი უნდა დავასაქმოთ”. უთხრა zugdidelebi.ge-ს “ჯიემელ”- ის შესყიდვების მენეჯერმა გიორგი გეგეშიძემ.