თურქეთში ტყის ხანძრების შედეგად დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა


  • მედიის ინფორმაციით, სამხრეთ თურქეთში ტყის მასიური ხანძრების შედეგად დაღუპულთა რიცხვი რვამდე გაიზარდა.

ოფიციალური ინფორმაციით, 7 ადამიანი ქალაქ მანავგატში, ერთი კი – მარმარისში დაიღუპა.

ოთხშაბათიდან დღემდე, თურქეთის 32 ქალაქში გაჩენილი 126 ხანძრიდან 119-ის ლოკალიზება მოხერხდა. ცეცხლის ჩაქრობის სამუშაოებში 13 თვითმფრინავი, 45 ვერტმფრენი, დრონები და 800-ზე მეტი სახანძრო მანქანაა ჩართული.

ოთხშაბათიდან საკუთარი სახლებიდან და სასტუმროებიდან ათასობით ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა. დახმარების მიზნით სამაშველო ჯგუფები ჩავიდნენ რუსეთიდან, უკრაინიდან, ირანიდან და აზერბაიჯანიდან. 3 სახანძრო თვითმფრინავი გააგზავნა თურქეთში ევროკავშირმაც.

წყარო

ფოტო: ინტერნეტი


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

eleven + 18 =

Akismet ანტისპამი