- აქციის მონაწილეები სიმბოლური ბოქლომის დადებას აპირებდნენ ედიშერ თოლორაიას ოფისისთვის, ოფისს პოლიცია იცავს, მაგრამ აქციის მონაწილეებმა შენობის კიბეებს, სიმბოლურად მაინც შეაბეს ბოქლომი.
აქციას ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები მთელი ქვეყნის მასშტაბით მართავენ. ისინი აპროტესტებენ 14 ნოემბერს პარლამენტის მიერ პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის შესახებ კანონპროექტის ჩაგდებას. საპარლამენტო უმრავლესობის მიერ მომზადებულ კანონპროექტს ზუგდიდელმა მაჟორიტარმა დეპუტატებმა არ დაუჭირეს მხარი