თვითმფრინავი, რომლითაც წლის ბოლოს ტურისტები კოსმოსში იფრენენ


  • SpaceShipTwo – ასე ეწოდება მფრინავ ხომალდს, რომელიც რაკეტის და თვითმფრინავის “ნაზავს” წარმოადგენს და რომელსაც ბრიტანელი მილიარდერის, რიჩარდ ბრენსონის Virgin Galactic-ი ამზადებს. ხომალდის დანიშნულება ტურისტების კოსმოსში გაყვანაა. ბილეთის ფასი კი ამ სულ რაღაც 3, 5-საათიანი მოგზაურობისთვის 20 ათასი ამერიკული დოლარი იქნება.

ტურისტებს SpaceShipTwo ზღვის დონიდან 100 კილომეტრის სიმაღლეზე, ღია კოსმოსში გაიყვანს, სადაც მოგზაურები 6 წუთის მანძილზე ღვედებს მოიხსნიან, სრულ უწონადობას შეიგრძნობენ და დედამიწის არაჩვეულებრივი ხედებით დატკბებიან.

თვითმფრინავი 6 ტურისტსა და ორ პილოტზეა გათვლილი. აქედან ერთი პილოტი უხელმძღვანელებს SpaceShipTwo-ს, ხოლო მეორე – White King Two-ს, რომელიც ძირითად ხომალდს 16 კილომეტრის სიმაღლეზე აიყვანს, რის შემდეგაც საფრენ აპარატს მოსცილდება, რომელსაც რაკეტული ძრავა ჩაერთვება. სწორედ ამ ძრავამ უნდა გაიყვანოს ობიექტი ე. წ. “კარმანის ხაზის” მიღმა ანუ ზღვის დონიდან 100 კილომეტრის სიმაღლეზე, სადაც სრული უწონადობა სუფევს.

საინტერესოა, რომ Virgin Galactic-ს 800 ბილეთი საკუთარ კოსმოსურ რეისებზე წინასწარ უკვე გაყიდული აქვს. ხომალდმა წარმატებით გაიარა ყველა საჭირო გამოცდა და შორეული ფრენებისთვის მხოლოდ ლიცენზიას ელის.

წყარო


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 14 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!