ლიბერალური გადაწყვეტილებებისთვის


ანაკლიაში კონფერენცია თვითმმართველობის საკითხებზე, რომელშიც მონაწილეობას დასავლეთ საქართველოს მუნიციპალიტეტების საკრებულოს „რესპუბლიკელი“ წევრები მონაწილეობენ. კონფერენციის ფარგლებში ადგილობრივი თვითმმართველობის საკითხებზე მომუშავე სპეციალისტები საკრებულოს წევრებს გამოცდილებას გაუზიარებენ. კონფერენციის „თვითმმართველობის ლიდერები ლიბერალური გადაწყვეტილებებისთვის“ მიზანია, საკრებულოს წევრები უკეთ გაეცნონ თვითმმართველობის რეფორმის სპეციფიკას, შეიძინონ ბიუჯეტის მონიტორინგისთვის აუცილებელი უნარ-ჩვევები და უკეთ დაგეგმონ თავიანთი საქმიანობა საკრებულოებში. კონფერენციის მონაწილეები დისკუსიებით თვითმმართველობის კოდექსში შესულ სიახლეებს და თვითმმართველობის ორგანოებში პროგრამული ბიუჯეტის დაგეგმვისა და ადგილობრივი ბიუჯეტის მონიტორინგის სპეციფიკაზე მსჯელობენ. კონფერენციას ესწრებიან „რესპუბლიკური პარტიის“ თავმჯდომარე ხათუნა სამნიძე, პარლამენტის დეპუტატები: დავით ბერძენიშვილი, გიგლა აგულაშვილი, ნოდარ ებანოიძე, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე თენგიზ შერგელაშვილი, რესპუბლიკური პარტიის აღმასრულებელი სამდივნოს წევრები: ბაია რომელაშვილი, ირაკლი ხორბალაძე.http://www.livepress.ge/ka/site/news/9969/


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.