“თვითმმართველობის არჩევნების შეფასება და რეალობა.”


დღეს, შეხვედრა გაიმართა თემაზე: “თვითმმართველობის არჩევნების შეფასება და რეალობა.” დღევანდელი დისკუსიის სპიკერმა, ექსპერტმა თვითმმართველობის საკითხებში, ირაკლი მელაშვილმა, აღნიშნა, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე კანონის დარღვევის ფაქტები დაფიქსირდა.

 თუმცა მისი განმარტებით, არჩევნების შედეგი რეალურად გამოხატავს ადამიანების ნებას, რომლებმაც საკუთარი აზრი დააფიქსირეს. „იყო ადმინისტრაციული რესურსების გამოყენების შემთხვევები, ჰქონდა ადგილი საარჩევნო ადმინისტრაციის მხრიდან არასწორ ქმედებებს. მაგრამ მიუხედავად ამისა, მეტნაკლებად, იმ ამომრჩევლის ნება, რომელიც არჩევნებზე მივიდა, დაფიქსირდა. თავი უნდა დავანებოთ 2012 წლამდე რა ხდებოდა არჩევნებზე იმის შედარებას, ცოტა მაღალ სტანდარტებს უნდა შევადაროთ.“ ირაკლი მელაშვილი მთავარ გამოწვევად მუნიციპალიტეტებში მიიჩნევს მწირ ფინანსებს და ქონებას. „მუნიციპალიტეტეტბი აქტიური უნდა იყვნენ იმისათვის, რომ მეტი ფინანსები მიიღონ, ქონება და მიწა გადმოსცენ. საქართველოს კანონმდებლობით მათ აქვთ მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული მიწების რეგისტრაციის უფლება“. დღევანდელ დისკუსიას ესწრებოდნენ ახალარჩეული საკრებულოს წევრები და არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები.


ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 21 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!