თვითიზოლაციაში მყოფმა ამომრჩევლებმა არჩევნებში მონაწილეობისთვის ცესკო-ს 25-დან 27 სექტემბრის ჩათვლით უნდა მიმართონ


  • თვითიზოლაციაში მყოფმ ამომრჩევლებმა არჩევნებში მონაწილეობისთვის ცესკო-ს 25-დან 27 სექტემბრის ჩათვლით უნდა მიმართონ. აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაციას ცენტრალური საარჩევნო კომისია ავრცელებს.

“საარჩევნო ადმინისტრაცია მიმართავს თვითიზოლაციაში მყოფ იმ ამომრჩევლებს, რომელთა მონაცემებიც ოფიციალურად ფიქსირდება შესაბამისი უწყების მონაცემთა ბაზაში, 2 ოქტომბრის არჩევნებში მონაწილეობის მიზნით, გადასატანი საარჩევნო ყუთის მეშვეობით ხმის მიცემის მოთხოვნით, 25 სექტემბრიდან 27 სექტემბრის ჩათვლით, 10:00 საათიდან 22:00 საათამდე ზეპირი განცხადებით მოგვმართონ ცესკოს სატელეფონო/საინფორმაციო ცენტრს ტელეფონის ნომერზე 2-51-00-51 (შიდა ნომერი 0) და დროულად მოითხოვონ გადასატანი საარჩევნო ყუთით მომსახურება.

ასევე შეგახსენებთ, რომ სტაციონარულ სამკურნალო დაწესებულებებსა და იზოლაციაში (კარანტინი, თვითიზოლაცია) მყოფი ამომრჩევლები მონაწილეობას მიიღებენ მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს − საკრებულოს პროპორციული წესით გასამართ არჩევნებსა და თვითმმართველი ქალაქის /თვითმმართველი თემის მერის არჩევნებში.

აღსანიშნავია, რომ გადასატანი საარჩევნო ყუთის მეშვეობით კენჭისყრის პროცედურა დაიწყება კენჭისყრის დღის 08:00 საათიდან და დასრულდება 20:00 საათზე. საარჩევნო ადმინისტრაცია მიმართავს თვითიზოლაციაში მყოფ პირებს ვადების გათვალისწინებით, დროულად მომართონ საარჩევნო ადმინისტრაციას და გაიარონ შესაბამისი პროცედურები“,-ნათქვამია ცესკოს ინფორმაციაში.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 14 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!