- ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, თვითიზოლაციაში მყოფი ამომრჩევლების მაღალი აქტივობიდან გამომდინარე ცესკოს სატელეფონო-საინფორმაციო ცენტრი ზარებს მიიღებს დღეს 18:00 სთ-მდე.
“ვინაიდან ფიქსირდება თვითიზოლაციაში მყოფი ამომრჩევლების მაღალი აქტივობა, ცესკოს სატელეფონო-საინფორმაციო ცენტრი ზარებს, გადასატანი ყუთის მოთხოვნით, მიიღებს 27 ოქტომბრის 18:00 სთ-მდე. დარეკეთ ტელეფონის ნომერზე 2 51 00 51 (0).
შეგახსენებთ, რომ ცესკოს სატელეფონო-საინფორმაციო ცენტრისთვის მომართვისა და ოფიციალური მოთხოვნის დაფიქსირების შემთხვევაში, გადასატანი საარჩევნო ყუთით სარგებლობას შეძლებენ თვითიზოლაციაში მყოფი ის ამომრჩევლები, რომელთა მონაცემებიც ოფიციალურად ფიქსირდება შესაბამისი უწყების მონაცემთა ბაზაში”.-ნათქვამია ცესკოს ინფორმაციაში.