- 14 მაისის მოვლენებზე, რომელიც საოლქო საარჩევნო კომისიის მიერ საუბნო კომისიებისათვის სამაგიდო სიებისა და კომისიის რეგისტრატორების ბეჭდების გაცემას და ამით გამოწვეულ ხმაურს შეეხება, რომელიც როგორც გაერთიანებული ოპოზიცია ამბობს, კანონდარღვევით მოხდა, ზუგდიდის მერობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა თენგიზ ჯგუშიამ თავისი პოზიცია დააფიქსირა:
თენგო ჯგუშია: “მე როგორც დამოუკიდებელი და უპარტიო კანდიდატი, აღშფოთებული ვარ ფაქტით, რაც არის გაუგონარი კანონდარღვევა ზუგდიდის საოლქო კომისიისგან და თუკი ადამიანების პერსონალური ინფორმაცია კანონდარღვევით გახდა ვადაზე ადრე ხელმისაწვდომი “ოცნების” საუბნო კომისიებისთვის, ეს არის სერიოზული კანონდარღვევა. მე არ მაინტერესებს რომელი პარტია აპროტესტებს ამას, ჩემთვის არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, ზუგდიდის მოქალაქე, ნებისმიერი პარტიის წევრი, არის პირველ რიგში, ამომრჩეველი, სრულფასოვანი მოქალაქე. მე როგორც “სამეგრელოს ხმის” ლიდერი მერობის უპარტიო, დამოუკიდებელი კანდიდატი, დავიცავ თვით “ოცნების” წარმომადგენელსაც კი, თუ მისი საარჩევნო უფლება შეილახება, თუ მისი პერსონალური მონაცემები კანონის დარღვეით არის ხელმისაწვდომი ვინმესთვის”.