თენგიზ ჯგუშია ბესო ჯგუშიას მკვლელობის მიზეზებზე და მოტივებზე


დღეს, „სამეგრელოს ხმის “დამფუძნებელმა და პარტია „თავისუფალი საქართველოს“ აღმასრულებელმა მდივანმა თენგიზ ჯგუშიამ, საკუთარ სახლში ბრიფინგი გამართა. ჯგუშია ჟურნალისტებს ესაუბრა ზუგდიდში, რამდენიმე დღის წინ,  თაბაქოს საწყობის აფეთქების  შედეგად დაღუპული მისი მენეჯერის, ბესო ჯგუშიას გარდაცვალების რეალურ მიზეზე და მოტივზე. მისი თქმით, თამბაქოს საწყობის აფეთქება პროფესიონალურად დაგეგმილი იყო. ის ამბობს, რომ აწგარდაცვლილ ბესო ჯგუშიას ამოღებული ჰქონდა კონტრაბანდული სიგარეტის ნიმუშები სამეგრელოში და ეს გახდა მისი მოკვლის რეალური მოტივი. „ეს იყო ჩემსა და ბესოს შორის შეთანხმებული სქემა. მე თბილისში ვაპირებდი პრესკონფერენციის გამართვას, როგორ ვრცელდება სამეგრელოში კონტრაბანდული სიგარეტები. კონტრაბანდა ვრცელდება გუბერნატორისა და მისი ძმაკაცის „კრიმინალი“ პარტნიორის, დათო შენგელიას მიერ, სხვანაირად კონტრაბანდა აფხაზეთიდან ვერ განხორციელდება. ბესომ მოიპოვა ეს სიგარეტები. ის ცალკე აპირებდა, როგორც პატრიოტი, გულშემატკივარი, თავისი ქვეყნის, კუთხის, თბილისში შინაგან საქმეთა მინისტრის და სუსის ხელმძღვანელის  ხელში ამ ყველაფრის მოხვედრას“. ჯგუშიას განმარტებით, შონიასთვის, შენგელიასთვის და მათი ჯგუფისთვის, ეს იქნებოდა მომაკვდინებელი. მისი თქმით, სამეგრელოში, არის “თავგასული კონტრაბანდა”. ჯგუშია ამბობს, რომ  გარდაცვლილი ბესო ჯგუშია, „ზუგდიდი თაიმსში“ მანანა ლაგვილავას სახელით, „პირდაპირ ურტყამდა“ სუსს, გუბერნატორ შონიას, ქვარაიას და გოგოხიას. დღევანდელ შეხვედრაზე, ჯგუშიამ, ჟურნალისტებს უჩვენა, 22 აპრილს, მანანა ლაგვილავას სახელით გამოქვეყნებული სტატუსები: „რეგიონი წინ  რომ წაწია, კარგად რომ მუშაობს, მისი აღნიშვნა უნდა და იმედი აქვს პრემიერი დაუფასებს“. „ცუდ დღეშია კაცი, არ უნდა დაკარგოს გავლენა ტენდერებზე, წილები ბენზინგასამართ სადგურებზე და ე.წ. დრაბოლკებზე და შენგელიასთან ერთად, სამეგრელოს ძარცვა, კონტრაბანდაზე კონტროლი“. „ ასრულებს ეს კაცი ამ დავალებას და კარგა მოზრდილი კუში ჩააქვს, სადაც საჭიროა და ფიქრობს, რატომ უნა გაუშვან ან თქვენ იფიქრეთ გაუშვებენ თუ არა“. „სოციალური ქსელით გამოთქმულ პროტესტს უნდა მოყვეს, რეალურ სივრცეში კანონის ფარგლებში, გამოხატული სახალხო მღელვარება.“[embedyt] http://www.youtube.com/watch?v=tcnsb1aaLj0[/embedyt]

თენგიზ ჯგუშიას თქმით, ბესო ჯგუშია ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში პარტია „ თავისუფალი საქართველოს“ სახელით მერობაზე იყრიდა კენჭს. „ბესიკ ჯგუშიას დაღუპვა არის პირდაპირი შედეგი ჩემი და ბესოს ერთობლივი ბრძოლის შონიას, ქვარაიას, გოგოხიას, კრიმინალური მოღვაწეობის წინააღმდეგ“. ჯგუშია, მიმართავს საქართველოს პრემიერ მინისტრს გიორგი კვირიკაშილს, შინაგან საქმეთა მინისტრს, უზრუნველჰყონ ბესიკ ჯგუშიას მცირეწლოვანი შვილის და მისი ოჯახის უსაფრთხოება. „მომავალი სამიზნე ძალიან კარგად ვიცი, რომ ვარ მე.“ ჯგუშია ამბობს, რომ საქმის გამოძიებას აქტიურად დააკვირდება და იმედს გამოთქვამს, პროკურორი მაია ჯაბუა არ იქნება ვინმეს გავლენის ქვეშ.

სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის პრესამსახურის ცნობით, „არ აპირებენ ჯგუშიას ზღაპრების საპასუხოდ კომენტარის გაკეთებას“


ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 21 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!