- თენგიზ ჭანია (”ჭანო”), – უკრაინაში დაღუპულ ქართველ მებრძოლს, განმუხურში, დღეს, სამხედრო პატივით დაკრძალავენ.
მასთან გამოსამშვიდობებლად მისული მისი მეგობრები, თანასოფლელები, თანამოაზრეები ამბობენ, რომ, ”ჭანო”, ყველგან ღირსეულად იცავდა საქართველოს სახელს, რომ მისთვის ყველაზე აღმატებული და საფიცარი სამშობლო იყო. ”ჭანო” ყველგან მოწოდების სიმაღლეზე იდგა,- ერთგული, კეთილი, მოყვასის მოყვარული და თავგანწირული საქვეყნო საქმისთვის.
ინფორმაციისთვის: თენგიზ ჭანია დონეცკის ოლქში, “აზოვის“ ბრიგადაში იბრძოდა და ის ორმხრივი შეტაკების დროს დაიღუპა.