დილიდან, ზუგდიდში, მერიის, ეკონომიკური პოლიტიკისა და მართვის სამსახურის ყოფილი უფროსის თენგო ქობალიას მხარდასაჭერი, მშვიდობიანი საპროტესტო აქცია გაიმართა. თენგო ქობალიას, მხარდამჭერებმა ავტომანქანებით მსვლელობა ყოფილი ავტოსადგურის შენობასთან დაიწყეს და სამხარეო ადმინისტრაციის შენობასთან დაასრულეს.
აქციის მონაწილის ხატია ჯანაშიას განმარტებით: “ხვალ არის თენგო ქობალიას საქმის არსებითი განხილვა. ამიტომ დღეს, ვიწყებთ სოლიდარობის აქციას. ჩვენი ერთადერთი მოთხოვნაა, რომ თენგიზ ქობალიას პატიმრობა შეიცვალოს გირაოთი.”
ზუგდიდში, თენგიზ ქობალიას მხარდასაჭერი აქცია რამდენჯერმე გაიმართა.