მხარდამჭერთა აქციაზე


დღეს, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის წინ, ეკონომიკური პოლიტიკისა და სერვისების მართვის სამსახურის ყოფილი უფროსის, თენგიზ ქობალიას მხარდასაჭერი მშვიდობიანი აქცია სახელწოდებით: “სოლიდარობა თენგიზ ქობალიას” გაიმართა. აქციაზე,  ბანერი იყო განთავსებული შემდეგი წარწერით:”ჩვენ შუამდგომლობაზე ხელის მომწერნი, თავდებში ვუდგებით თენგიზ ქობალიას, რომ მისი თავისუფლებაში ყოფნა სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილებამდე ხელს არ შეუშლის საქმეზე ობიექტური ჭეშამრიტების დადგენას.”

აქციაზე სიტყვით გამოვიდნენ საინიციატივო ჯგუფის წევრები, თენგიზ ქობალიას მეგობრები, კლასის დამრიგებელი და კიდევ ერთხელ, ისაუბრეს მის პიროვნულ და ადამიანურ თვისებებზე.

საინიციატივო ჯგუფის ერთ-ერთმა წევრმა ხატია ჯანაშიამ, ჟურნალისტებთან აღნიშნა, რომ მერია იმიტომ შეარჩიეს, რომ სწორედ აქ დააკავეს თენგიზ ქობალია და ამ შენობიდან გაიყვანეს ხელბორკილებით. “ჩვენ, საზოგადოება, საინიციატივო ჯგუფი და თენგოს მეგობრები, ვითხოვთ აღმკვეთი ღონისძიება შეიცვალოს გირაოთი. ჩვენ მივმართავთ მოსამართლეს, რომელმაც 8 ათასზე მეტი ადამიანის ხელმოწერა “დააიგნორა”.

აქციის დასრულების შემდეგ, ზუგდიდის მერიის წინ შეკრებილებმა ხელმოწერები დატოვეს პეტიციაზე “სოლიდარობა თენგიზ ქობალიას“


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 21 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!