“თემის ბიბლიოთეკები წიგნიერებისთვის” ტყაიის ბიბლიოთეკაში განხორციელდა


  • ზუგდიდის ბიბლიოთეკების მართვის ცენტრის პროექტი – “თემის ბიბლიოთეკები წიგნიერებისთვის” საზღვრისპირა სოფელ ტყაიის ბიბლიოთეკაში განხორციელდა.

ზუგდიდის ბიბიოთეკების მართვის ცენტრის ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში ქართულ – აფხაზურ ურთიერთობებზე ლექცია წაიკითხა ტყაიის საჯარო სკოლის პედაგოგმა თემურ არდიამ.

ადგილობრივმა ახალგაზრდებმა წაიკითხეს ლექსები აფხაზეთზე, ილაპარაკეს წიგნსა და წიგნიერებაზე, ბიბლიოთეკის არსებობის აუცილებლობაზე სოფელში. ახალგაზრდა პოეტმა გია ზარქუამ წაიკითხა თავისი ახალი ლექსები. ბიბლიოთეკაში მოეწყო თამარ ჭიჭაღუას და ლეილა ფიფიას ნახატებისა და ხელნაკეთი ნივთების გამოფენა.

დაარსდა წიგნის მოყვარული ახალგაზრდების ადგილობრივი კლუბი სახელწოდებით ,,ენგურს გაღმა”, რომელიც უახლოეს მომავალში არაერთ ახალგაზრდულ აქტივობას განახორციელებს სოფელში.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.