თეა წულუკიანი ანაკლიის ახალგაზრდულ ბანაკებში იმყოფებოდა


  • აქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი თეა წულუკიანი, მინისტრის მოადგილე სოსო გიორგაძესა და სსიპ ახალგაზრდობის სააგენტოს ახალგაზრდულ მრჩეველთა საბჭოს წევრებთან ერთად შაორის და ანაკლიის ახალგაზრდულ ბანაკებს ეწვია. ინფორმაციას საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო ავრცელებს.

“მინისტრი თანმხლებ პირებთან ერთად ადგილზე გაეცნო ბანაკების მდგომარეობას და მათი აღდგენის გეგმა დასახა. კერძოდ, გადაწყდა, რომ უნდა მოხდეს ბანაკების რეაბილიტაცია და სამუშაოები უნდა შესრულდეს ისეთ ვადებში, რომ მომავალი წლის ზაფხულში მოცემულ ბანაკებში უკვე შესაძლებელი იყოს ახალგაზრდების გამგზავრება. ამასთან, შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ეს ორი ბანაკი ძირითადად კულტურული მიმართულების პროექტებით უნდა დაიტვირთოს, ხოლო სპორტისათვის მთაში – სტეფანწმინდასა (ჯუთა) და სვანეთში (აილამა) ალპინისტური ბანაკები უნდა აღდგეს, რისთვისაც მუშაობა უკვე დაწყებულია”.-ნათქვამია სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

კულტურის სამინისტროს ინფორმაციით, მიმდინარე წლის ზაფხულში სამინისტროს ათწლიანი სამოქმედო გეგმის წარდგენისას თეა წულუკიანმა ერთ-ერთ პრიორიტეტად ახალგაზრდული ბანაკების აღდგენა დაასახელა და აღნიშნა, რომ ახალგაზრდული ბანაკები, დასვენებისა და გართობის გარდა, არაფორმალური განათლების ხელშეწყობის ადგილი იქნება და სახელმწიფოსათვის სტრატეგიულ საკითხებზე ახალგაზრდებში ცნობიერების ამაღლების ფუნქციას შეასრულებს.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 14 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!