“თბილი საღამო ღია ცის ქვეშ”


დღეს, ზუგდიდის “სკეიტ პარკში” საქველმოქმედო ღონისძიება”თბილი საღამო ღია ცის ქვეშ” გაიმართა. ღონისძიების ინიციატორი გახლავთ არასამთავრობო ორგანიზაცია “საუნჯე”, რომელიც შემოსული თანხით დაეხმარება სოციალურად დაუცველ ადამიანებს. 

“საუნჯის” ხელმძღვანლის იაგო ფასანძის თქმით, საქველმოქმედო ღონისძიება უკვე მესამე წელია ტარდება. პირველ წელს შემოსული შემოწირულობით 4 ოჯახს გაულამაზეს ახალი წლის დღე. “დღევანდელი აქციით ჩვენ დავეხმარებით ოთხ ოჯახს, მრავალშვილიან ოჯახებს, მარტოხელა მოხუცებს და შშმ პირებს. ღონისძიების გამართვას მომავალშიც ვაპირებთ, გვინდა, ტრადიციად ვაქციოთ და ყოველი წლის 29 დეკემბერს გავმართოთ ღია ცის ქვეშ.” 

საქველმოქმედო ღონისძიებაზე იმყოფებოდნენ მოქალაქეები, რომლებმაც აღნიშნეს, რომ სოციალურად დაუცველები ისეთი ფენაა, რომელსაც განსაკუთრებული ყურადღება სჭირდებათ. ” მე ვფიქრობ, რომ ერთმანეთს უნდა დავუდგეთ მხარში, შესაძლებლობის ფარგლებში უნდა დავეხმაროთ მათ. ძალიან მახარებს, რომ ახალ წელს პატარა ნობათი ექნებათ ყველა ჩვენთაგანისგან.” – გვითხრა თამარ აბულაძემ.


ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 21 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!