თბილისში საქართველო-იაპონიის ბიზნეს ფორუმი გაიმართა


  • საქართველოსა და იაპონიას შორის ეკონომიკური კავშირების გაძლიერების მიზნით თბილისში საქართველო-იაპონიის ბიზნესფორუმი ჩატარდა. ღონისძიება სახელწოდებით “იაპონური ბიზნესი საქართველოში ხიდი შუა დერეფნისკენ” თიბისი კაპიტალთან პარტნირობით გაიმართა. ფორუმის ორგანიზატორები იყვნენ: იაპონიის საელჩო საქართველოში, საქართველო–იაპონიის ბიზნესასოციაცია და იაპონიის საგარეო ვაჭრობის ორგანიზაციის (JETRO) სტამბოლის ოფისი.

ღონისძიებამ 100-მდე მონაწილე გააერთიანა, მათ შორის, წამყვანი ქართული და იაპონური კომპანიები, ინვესტორები და საჯარო მოხელეები.

ბიზნესფორუმის ფარგლებში რამდენიმე საკითხზე იმსჯელეს; განიხილეს საქართველოს საინვესტიციო გარემო და ორმხრივი თანამშრომლობის პერსპექტივები განახლებადი ენერგიებისა და ლოგისტიკური მიმართულებით.

კონფრენციაზე ხაზი გაესვა საქართველოს მზარდ როლს საერთაშორისო გადაზიდვებსა და მიწოდების ჯაჭვებში.

ოფიციალური პროგრამის მიღმა, გაიმართა არაფორმალური სესიებიც, რაც იაპონურ და ქართულ კომპანიებს შესაძლებლობას აძლევს, დაამყარონ ახალი კონტაქტები, განიხილონ სამომავლო პარტნიორობა და განსაზღვრონ თანამშრომლობის მიმართულებები სხვადასხვა სფეროში.

ღონისძიების მხარდამჭერები: საქართველოს ბიზნეს ასოციაცია, ტოიოტა კავკასია, თიბისი კაპიტალი, იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტოს (JICA) საქართველოს ოფისი, საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფი, სილქ ჰოსფითალითი.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 34 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!