დღეს, ზუგდიდის “სკეიტ პარკში” ახალგაზრდული ფესტივალი “თანატოლები თანასწორობისთვის” გაიმართა. ღონისძიება ჩატარდა გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) და ასოციაცია “ათინათის” პარტნიორობითა და ადგილობრივ ხელისფულებასთან თანამშრომლობით.
ახალგაზრდული ფესტივალის ფარგლებში, სხვადასხვა სახის შემეცნებითი გასართობი ღონისძიებები გაიმართა. სპორტული აქტივობები, არასამთავრობო ორგანიზაციების გამოფენა, ცოცხალი ბიბლიოთეკა, ხელთნაკეთი ნივთების გამოფენა, კაცების კულინარიული შეჯიბრი. პარალელუარად მიმდინარეობდა კონცერტი ზუგდიდის მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის განვითარების აღსაზრდელების შესრულებით. ფესტივალის მონაწილეებს მიესალმა ასოციაცია “ათინათის” აღმასრულებელი დირექტორი რუსუდან ყალიჩავა. მისი განმარტებით, ასოციაცია “ათინათი” 23 წელია, ცდილობს, რომ გააკეთოს ის საქმე, რასაც ჰქვია ახალგაზრდების განვითარება და ჩართულობა. “ჩვენ ძალიან ვცდილობთ, რომ თქვენ გაიზარდოთ ჯანსაღები, აქტიური მოქალაქეები და დღევანდელი დღეც, სწორედ ამისთვის არის განკუთვნილი. მინდა მოგიწოდოთ, იცხოვროთ, იმუშავოთ, იშრომოთ, ისწავლოთ და იყოთ საქართველოს აქტიური მოქალაქეები”.
ფესტივალის მიზანი იყო ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია და გენდერული თანასწორობის საკითხებში ახალგაზრდების ინფორმირებულობისა და ჩართულობის გაზრდა.