ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის თამარ ჟვანიას განცხადებით, საპრეზიდენტო არჩევნებზე, დიდი ალბათობით, მეორე ტური შედგება. “წინასწარი შედეგების გათვალისწინებით შესაძლებელია, ითქვას, რომ ჩვენ დიდი ალბათობით გვაქვს მეორე ტური.
მეორე ტურის გამართვას აქვს თავისი პროცედურები. იმ შემთხვევაში თუ საარჩევნო დავები, რომლებიც ჩვენ გვაქვს, მათი ვადების განხილვის მაქსიმალური ვადების შემთხვევაში, ეს არის არჩევნების შედეგების შეჯამება ოცი დღის ვადაში, საბოლოო შემაჯამებებლი ოქმიდან, ორი კვირის ვადაში უნდა ჩატარდეს არჩევნების მეორე ტური, რაც გახლავთ კვირა დღე და უკიდურესი ვადა შესაძლებელია იყოს 2 დეკემბერი”.