თამარ ლილუაშვილი: მე და ჩემმა პედაგოგმა, ნინო მამფორიამ, ეს ერთად შევსძელით

  • ამერიკაში, ლოს ანჯელესში გამართულ კონკურსზე “world championships“, მონაწილეობას ღებულობდა, “რიბი-რაბოს” და ანსამბლ “გინცი”-ს წამყვანი სოლისტი, ზუგდიდელი თამუნა ლილუაშვილი, რომელიც კონკურსის გამარჯვებული გახდა. მან სამი მედალი მოიპოვა. ორი ოქროს და ერთი ვერცხლის. 

თამუნა ლილუაშვილი: “ჯერ იყო კასტინგი, სადაც სამივე სიმღერა შევასრულე, ერთი ქართული და ორი ინგლისური. ქართული “საქართველო”, ინგლისური ჟანრი სოული-i am changing, მეორე ინგლისური როკი-this is a mans world, კასტინგის შემდეგ იყო ნახევარფინალი, სადაც 3000 ვოკალისტიდან 120-ში მოვხვდი. ხოლო, საღამოს უნდა გამოეცახდებინათ ფინალისტები, ვერც წარმოვიდგენდით მე და ჩემი პედაგოგი, ქალბატონი ნინო მამფორია, რომელიც ყოველთვის ჩემს გვერდითაა და დედობრივი მზრუნველობით მამხნევებს და მაძლიერებს, ამდენი ათასი ადამიანიდან ჩვენ თუ მოვხვდებოდით ფინალში. სასწაული მოხდა და ოთხ ფინალისტს შორის მოვხვდი…

-კონკურსზე, სადაც საქართველო პირველად ღებულობდა მონაწილეობას… ალბათ ძალიან ნერვიულობდი…

-რა თქმა უნდა, ყველა ვნერვიულობდით იმდენად დიდი კონკურენცია იყო, მაგრამ ღვთის წყალობით ყველაფერი კარგად დამთავრდა. კონკურსზე მონაწილეობას ღებულობდა ანსამბლი “სამა”, საგარეჯოდან იყვნენ, ისინი სამეულში მოხვდნენ. მადლობას ვუხდი art fest georgias დირექტორს, ქალბატონ ნინო გელაშვილს, რომელმაც შემარჩია და მომცა საშუალება მსოფლიო ჩემპიონატზე წარმედგინა საქართველო.

-კონკურსანტები რას გეუბნებოდნენ?

-ყველა გაკვირვებული იყო. გვეუბნებოდნენ ჩვენ რამდენი წელია ამ კონკურსზე ჩამოვდივართ და ფინალში წელს, პირველად გავედითო და თქვენ პირველად იყავითო და რანაირად მოახერხეთ ფინალამდე მისვლაო.

-თამუნა, რა მოგცა ამ კონკურსმა?

-დიდი გამოცდილება და თავდაჯერებულობა.

-შენს წარმატებაში დიდი წვლილი მუძღვის შენს მასწავლებელს ქალბატონ ნინო მამფორიას…

-დიახ. ნინო მასწავლებელი როგორც გითხარით, ყველგან ჩემს გვერდითაა. ყველა ჩემი წარმატება მისი დამსახურებაა. 3 წლიდან “რიბი-რაბოში” ვიზრდები. ეს ჩემი მეორე ოჯახია. ნინო მასწავლებელი, რომ არა, დღეს არ ვიქნებოდი, ის რაც ვარ.

-როგორ ფიქრობ, რა არის მიზნის მისაღწევად საჭირო?

-რა თქმა უნდა, შრომა. ადამიანმა ბევრი უნდა იშრომოს, სასურველ მიზანს და შედეგს რომ მიაღწიოს.

-როგორია შენი სამომავლო გეგმები?

-ჯერჯერობით, სწავლაზე ვფიქრობ. მომავალ წელს ეროვნულ გამოცდებს ვაბარებ. სწავლის დამთავრების შემდეგ კი, ვაპირებ უცხოეთში სწავლას. და თუ მოვხვდი ამერიკაში ისევ, scotty gramgeri არის მუსიკოსი და ამავდროულად პროდიუსერი, რომლისგანაც მაქვს საინტერესო შემოთავაზება, ვიდეოში, რომელიც განვათავსე სოციალურ ქსელში, გამოკვეთილია, მისი ემოციები ჩემი ხმის მიმართ, როცა ის ამბობს, “მე მიყვარს შენი ხმა”. შემპირდა, რომ ხელს შემიწყობს კოლეჯში მოხვედრაში და დამაფინანსებს.

ეკა ფარულავა

 

მოგეწონა? - გააზიარე!:

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.