თამარ გაბუნია-მომავალი კვირიდან ყველა ამცრელ დაწესებულებაში ე.წ. ვირტუალური კაბინეტები გაიხსნება


  • ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას ინფორმაციით, მომავალი კვირიდან ყველა ამცრელ დაწესებულებაში ე.წ. ვირტუალური კაბინეტები გაიხსნება.

“უკვე მომდევნო კვირიდან, ვფიქრობ, ორშაბათი-სამშაბათიდან დამატებით განცხადება გაკეთდება. ყველა ამცრელ დაწესებულებას ექნება ე.წ. ვირტუალური კაბინეტი, სადაც არა მხოლოდ სამედიცინო პერსონალს, არამედ ნებისმიერ სხვა მოქალაქეს ექნება შესაძლებლობა, თუ ის დარეგისტრირებული არ არის და უნდა აიცრას, დარეგისტრირდეს ადგილზე. ერთადერთი დისკმოფორტი რაც შეიძლება შეიქმნას, იქნება, თუ ერთად მივიდა დიდი რაოდენობით აცრის მსურველი და შეიქმნა რიგი. რიგს მოცდა დიდი ხანი არ დასჭირდება, თუმცა ამის თავიდან ასაცილებლად უმჯობესია, წინასწარ დარეკოს მოქალაქემ კლინიკაში ცხელ ხაზზე და ითხოვოს ვიზიტისთვის დრო. რეგისტრაციის პროცედურა იქნება მაქსიმალურად გამარტივებული და არავინ დარჩება აცრის გარეშე“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 21 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!