- დღეს, საქართველოს უნივერსიტეტის სამეგრელო-ზემო სვანეთის ზუგდიდის ფილიალში, პროექტ “თავდაცვა და უსაფრთხოება-ინფორმირებული არჩევანი” ფარგლებში, მედია სკოლის წევრებს ჩაუტარდათ დისტანციური ტრენინგი კორონა ვირუსთან დაკავშირებით.
ტრენინგზე საუბარი მიმდინარეობდა ვირუსის წარმოშობასა და მის პრევენციის გზებზე.
ტრენინგი თანატოლებისათვის პროექტის ხელმძღვანელმა, ლიზი შამუგიამ ჩაატარა. ის აკაკი წერეთელის სახელობის ზუგდიდის #1 გიმნაზიის 12-ე კლასის მოსწავლეა და ხელმძღვანელობს ამერიკის საელჩოს მიერ დაფინანსებულ პროექტს, რომელიც ამერიკული კუთხის პროგრამის “თემის ელჩების” ფარგლებში ხორციელდება.