- ზუგდიდის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით, სამეგრელო-ზემო სვანეთში თვითიიზოლაციაში იმყოფება 285 მოქალაქე, ზუგდიდში 81.
სამეგრელო-ზემო სვანეთში თვითიზოლაციის პერიოდი დაუსრულდა რეგიონის მასშტაბით სულ 434 პირს, ზუგდიდში 164 მოქალაქეს.
კარანტინში რჩება ჯამში 162 პირი. მათგან ზუგდიდში – 67
ინფორმაციისთვის, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 108 -მდე გაიზარდა.
კარანტინის რეჟიმშია 4995 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 278 პირი.
108 ადამიანიდან 21 გამოჯანმრთელებულია.