ზუგდიდში 600 დევნილ ოჯახს ბინა გადაეცა


  • ზუგდიდში, დევნილი ოჯახებისთვის, უპრეცედენტოდ მასშტაბური, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი საცხოვრებელი კომპლექსი აშენდა. ახალაშენებულ კორპუსებში საცხოვრებლის მფლობელი კიდევ 600 დევნილი ოჯახი გახდა.

დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის დაცვის სამინისტროს ინფორმაციით, იძულებით გადაადგილებულ ოჯახებს ახალი ბინის გასაღები საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ გიორგი წოწკოლაურმა, დევნილთა სააგენტოს დირექტორმა ბესარიონ სიმონიშვილმა, სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა გიორგი გუგუჩიამ და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერმა მამუკა წოწერიამ გადასცეს.

დევნილ ოჯახებს საცხოვრებელი ბინები სრული რემონტით ჩაბარდათ. მოეწყო მისასვლელი გზები, გამწვანების ზოლი და ბავშვებისთვის განკუთვნილი სპეციალური სივრცე. კორპუსები ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის. დევნილებისთვის საერთაშორისო სტანდარტების საცხოვრებლების მშენებლობისა და მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობის სამუშაოები საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ განახორციელა.

ზუგდიდში, ბარამიას ქუჩაზე აშენებულ საცხოვრებელ კომპლექსში, ჯამში, 1400-მდე ოჯახი განსახლდა და შედეგად, ზუგდიდის მუნიციპალიტეტში არსებული დევნილთა საცხოვრებელი 89 ნგრევადი შენობა დაიხურა. 2013 წლიდან დღემდე კი, საქართველოს მასშტაბით, ახალი საცხოვრებელი 27 000-ზე მეტ დევნილ ოჯახს გადაეცა.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 21 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!