დღეს, ზუგდიდში, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრომ, ზუგდიდში, 6 ახალაშენებულ კორპუსში, 240 დევნილ ოჯახს ბინები გადასცა. 48 ერთოთახიანი, 96 ოროთახიანი და 96 სამოთახიანი ბინა კენჭისყრის პრინციპით განაწილდა..
გათვალისწინებულ იქნა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საჭიროებები და მათ ბინები პირველ სართულებზე გადაეცათ.
კენჭისყრის პროცედურას დევნილთა და განსახლების მინისტრის პირველი მოადგილე გრიგოლ გიორგაძე და მინისტრის მოადგილე გოგი ფაცაცია ესწრებოდნენ.
დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის გადაწყვეტილებით, სამეგრელოს რეგიონში, კიდევ 9 ნგრევადი შენობა იხურება და იქ მცხოვრებმა ოჯახებმა ბინები ახალაშენებულ კორპუსებში მიიღეს.
ამ ეტაპზე, ზუგდიდში ბარამიას ქუჩაზე კიდევ 6 ახალი კორპუსი შენდება, სადაც ბინა 360 დევნილ ოჯახს გადაეცემა.