ზუგდიდში 2022-2023 სასწავლო წლის წარჩინებული მოსწავლეების, ოქროსა და ვერცხლის მედალოსნების დაჯილდოება გაიმართა


  • ზუგდიდში 2022-2023 სასწავლო წლის წარჩინებული მოსწავლეების, ოქროსა და ვერცხლის მედალოსნების დაჯილდოება გაიმართა.

მედალოსნებს სპეციალური სერთიფიკატები ზუგდიდის მერმა მამუკა წოწერიამ, მოადგილეებთან ერთდ გადასცა.

დაჯილდოებული 165 წარმატებული მოსწავლიდან 137 ოქროს, 28 კი ვერცხლის მედალოსანია. 

,,მიხარია, რომ ამდენ წარმატებულ ახალგაზრდას ვხედავ. გილოცავთ პირველი, მნიშვნელოვანი ეტაპის წარმატებით დასრულებას, წინ კი ახალი გამოწვევები გელოდებათ. თქვენი ცოდნა და პროფესიონალიზმი არის ჩვენი ქვეყნის მომავალი განვითარების საფუძველი. მიხარია, რომ ზუგდიდელებმა ძალიან წარმატებით გაიარეს ეროვნული გამოცდები და ცოდნით გამდიდრებული დაუბრუნდებიან ჩვენს მუნიციპალიტეტს.აქვე მადლობა მინდა გადავუხადო მშობლებსა და პედაგოგებს, მათი შრომა ფასდაუდებელია”-აღნიშნა ახალგაზრდებთან მიმართვისას მამუკა წოწერიამ. 

ღონისძების დასასრულს ,,ზუგდიდობის” სადღესასწაულო დღეების ფარგლებში, ბენდის 4D Monster Lobsters – ის სოლო კონცერტი გაიმართა.

“ზუგდიდობის” სადღესასწაულო დღეების ფარგლებში 15 სექტემბერს, კლასიკური მუსიკის საღამო, ხოლო 17 სექტემბერი- ღონისძიების კულმინაცია ” ზუგდიდობა 2023″ ჩატარდება. 

17 სექტემბერს, დღის განმავლობაში, ზუგდიდის ბოტანიკურ ბაღში და დადიანების სასახლეში დაგეგმილია სხვადასხვა აქტივობები, მათ შორის: წიგნის პრეზენტაცია, ფოტოგამოფენა, სოფია ხარჩილავას დეფილე, ზუგდიდელ მხატვართა ნამუშევრების გამოფენა, რეწვის ოსტათა გამოფენა- გაყიდვა, უფლისწულ ნიკოს ვახშმის სტილიზებული წარმოდგენა.

დღის დასასრულს, საპატიო წოდების მინიჭების საზეიმო ცერემონია.

სადღსასწაულო დღეები გალა-კონცერტით დასრუდლება.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 16 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!