ზუგდიდში ძალოსანთა შორის საქართველოს ჩემპიონატი მიმდინარეობს


  • საქართველოს ძალოსნობის ეროვნული ფედერაციისა და ზუგდიდის სპორტულ დაწესებულებათა მართვის ცენტრის ორგანიზებით, ზუგდიდის სპორტკომპლექსში, U15 და U17 წლამდე ძალოსანთა შორის საქართველოს ჩემპიონატი მიმდინარეობს.

ჩემპიონატი დღეს დაიწყო და 13 ივლისს დასრულდება.

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, შეჯიბრში 16 ქალაქის 200-მდე ძალოსანი, მათ შორის 23 ზუგდიდელი მონაწილეობს.

გამარჯვებულ-პრიზიორები გუნდურ ჩათვლაშიც გამოვლინდებიან.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.