ზუგდიდში ძალოსანთა შორის საქართველოს ჩემპიონატი გაიმართება


  • საქართველოს ძალოსნობის ეროვნული ფედერაციის ინფორმაციით, 11, 12 და13 ივლისს ზუგდიდი უმასპინძლებს U15 და U17 წლამდე ძალოსანთა შორის საქართველოს ჩემპიონატს.

შეჯიბრზე 16 ქალაქის 200-მდე ძალოსანი შეეცდება ქვეყნის ჩემპიონის ტიტულისთვის ბრძოლას. ასევე გამარჯვებულ-პრიზიორები გუნდურ ჩათვლაშიც გამოვლინდებიან.

ასპარეზობა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სპორტულ დარბაზში გაიმართება.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.